Saturday, March 18, 2017

პროექტი "მითი და რეალობა"

1.პროექტის სახელწოდება: მითი და რეალობა
2.პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეები ეცნობიან მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის მითოსს,რომელშიც აისახა უძველეს ხალხთა მსოფლმხედველობა,მათი წარმოდგენები სამყაროს შექმნის, ღმერთების საქმიანობის შესახებ.; იკვლევენ მსოფლიოს უძველესი ცივილიზაციების წარმოქმნის ისტორიას, მატერიალურ და კულტურულ მემკვიდრეობას და მსოფლიო პოლიტიკურ რუკაზე ამ სახელმწიფოთა ადგილს სხვადასხვა ისტორიულ ეპოქაში. ეცნობიან მითოლოგიურ სიუჟეტებზე შექმნილ ხელოვნების ნიმუშებს.
3.პროექტის აქტუალობა;მოსწავლეები ღრმად გაეცნობიან მსოფლიო მითოლოგიის საიდუმლოებს,მეტად გაუფრთხილდებიან და პატივს სცემენ  მატერიალურ და კულტურულ მემკვიდრეობას. 
4.პროექტის მიზნები: მოსწავლეებს განუვითარდეთ ინფორმაციის კვლევა-ძიების, დახარისხების, პრეზენტაციის უნარი. კავშირს ამყარებენ მონათესავე საგნებთან, მუშაობენ ლექსიკონებთან, უვითარდებათ სპექტაკლის დადგმის უნარი, ვიქტორინების მოწყობის უნარი.
5.მონაწილეთა ასაკი;12-15 წ
6.ვადები/ხანგრძლივობა:2 თვე
7.მოსალოდნელი შედეგები:პრეზენტაციები, ფოტო მასალა, სპექტაკლის ვიდეო მასალა, მასალა ვიქტორინისთვის, სცენარი.
8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი, ინტერნეტი, ფოტო აპარატი, კამერა, სცენის დეკორი, კოსტუმები, სახატავი მასალა.
9.პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები); მოსწავლეები მოიძიებენ დამხმარე ლიტერატურიდან და ინტერნეტიდან მასალას და ამუშავებენ მას სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში. საჭიროების შემთხვევაში უცხო ენიდან ქართულად თარგმნიან ინფორმაციას. მონიშნავენ საკვლევ ქვეყნებს მსოფლიო პოლიტიკურ რუკაზე და მოიძიებენ ამ რუკებს ინტერნეტ საიტებზე. ეცნობიან და იკვლევენ ხელოვანთა ბიოგრაფიებსა და შემოქმედებას და აკეთებენ მითოლოგიურ თემაზე შექმნილ ნამუშევართა ვებ– გალერეას. ქმნიან უცხო სიტყვათა ლექსიკონს. შეისწავლიან ამ თემაზე შექმნილ ლიტერატურულ ნაწარმოებებს. ამზადებენ კითხვებს ვიქტორინასათვის. წერენ სცენარს მითოლოგიურ თემაზე დასადგმელი სპექტაკლისათვის. ქმნიან ნახატებს, დგამენ სპექტაკლს.
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი; ისტორიია, გეოგრაფიია, ლიტერატურა,ხელოვნება , უცხო ენები და ისტ.
11.პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი); ნ.გურგენიშვილი
12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:natiagurgenishbivi7@gimail.com
13.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი; http://natiagurgenishvili.blogspot.com/

პროექტის განხორციელების გეგმა